ქუთაისი, როგორც ქალაქი, უძველესი, უმდიდრესი და უმშვენიერესია,
არგონავტების მითზე აგებული პოემა ,,არგონავტიკა“ გადმოგვცემს ელინთა ლაშქრობას იასონის
მეთაურობით აია-კოლხეთში, ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მასში აღწერილია კოლხეთი (აია) და პირველადაა
მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი)-ეს მითი კი ძვ. წ.II ათასწლეულის I ნახევრის ძეგლია,
ამდენად ქუთაია თუ კუტაია უზველესი ქალაქია, ერთ დროს საქართველოს სატახტო ქალაქადაც
ითვლებოდა. მდიდარი ტრადიციებით, განუმეორებელი მშვენიერებით, სავარდო და სამაისო ქუთაისი
იზიდავს ტურისტს და ქვეყნის აღმშენებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს...
ქუთაისის წარსულ
დიდებაზე ღაღადებს გელათი და მოწამეთა, ბაგრატი და უქიმერიონი; დიდებული მდიდარი განძსაცავი,
მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები გვესაუბრებიან ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ
ნიმუშებზე, ძველქართულ ხელნაწერ წიგნებზე და ყველაფერ იმაზე, რასაც დიდი მეცნიერული
ღირებულება აქვს, არა მარტო საქართველოს ისტორიული წარსულის, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის
ქვეყნების კულტურისა და ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, მაგრამ ამჟამად ყურადღებას
მივაპყრობთ ჩვენს რაიონს, ე.წ. ,,გორას“, რომელიც მოქცეულია ჯაჭვისხიდს, წითელ ხიდს,
გოჭოურასა და ჭომას შორის.
იგი წარმტაცი პეიზაჟებით, უნიკალური ძეგლებით
გვხიბლავს და მეტად მრავალფეროვანია თავისი ბუნებით.
ჯაჭვისხიდის
ქვის საყრდენები უძველეს ხანას განეკუთნება. XIX საუკუნის დასაწყისში აქ ხიდი იყო გადებული.
1848 წელს იგი შეცვალა ახალმა, ასევე ხის ხიდმა. 1966 წელს კი ხის კოჭების ნაცვლად
ჯაჭვები გააბეს, ანუ ,,ჯაჭვის ხიდი“ მოევლინა ქუთაისს, ასე ეძახიან დღესაც.
ჯაჭვის ხიდი.
1860 წელს
დაწყებულა ,,წითელი ხიდი“, 1862 წელს უკურთხებიათ და გაუხსნიათ იგი. ლითონის ნაწილები
და მოაჯირი წითლად შეუღებავთ და ხიდის სახელიც ასე დამკვიდრებულა. ეს სახელწოდება დღემდე
შეინარჩუნა ხალხმა.
წითელი ხიდი
რიონის მარჯვენა სანაპიროსთან შეფენილია გორა,მწვანეში
ჩაფლული ზამთარ-ზაფხულ, წლის დროთა შესაბამისად ხან ვარდებით რომ აელვარდება ,ხანაც
ტყემლების თეთრი ფანტელი შეესევა ზურმუხტ ფერებს და საოცარი სურათები იხატება,
ალბათ, ამიტომ სიმბოლურად მიმაჩია,რომ სწორედ წითელ ხიდთან, იქ, სადაც გორისაკენ მიმავალი კიბეები იწყება,
ბუნების მგოსნის ვაჟა-ფშაველას ბიუსტი დგას,ეს თითქოს გვეუბნება,რომ მხოლოდ
ასეთი გარემო შეეფერება მთის არწივს.ეს ხომ გორაა, მრავალფეროვანი პეიზაჟებითა და ძირძველი
მოსახლეობით. ვაჟა-შაველას ქუჩა თითქმის მთელ გორას აკრავს. ბაგრატის ტაძრისაკენ მიემართება
ყაზბეგის ქუჩა,ჭომის მიმართულებით კი გრძელდება
პეტრე იბერის ქუჩა,ხოლო მარცხენა მხარეს ქეთევან წამებულის ქუჩა გადაშლილა,მას ჭომის
მხრიდან გაბაშვილის ქუჩა უერთდება.. ყაზბეგის ქუჩიდან სათავეს იღებს ჩანჩიბაძის ქუჩა,რომელიც
გორას ვერტიკალურად კვეთს... ერთმანეთის პარალელურად მიემართება ცაცხვებისა და დები
იშხნელების ქუჩები.
ჩვენი რაიონი ყველაზე მაღალი რეგიონია ქუთაისში. არქიელის გორიდან ხელისგულივით ჩანს მთელი ქალაქი, სწორედ რელიეფის გამო შეურჩევიათ სახელი ,,გორა"
ქუჩის სახელწოდებები ამტკიცებს, რომ გორა ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. დადიხარ ქუჩებში და თითქოს გესმის ალ. ყაზბეგის სიტყვები ,,ბუნება კარგია მაშინ, როცა შიგ სიცოცხლე ტრიალებს და ბრუნავს", გრძნობ ცაცხვების სურნელებას, წყაროს ჩურჩულიც გვესმის, გმირთა ხმა გამხნევებს და დები იშხნელების ხმატკბილი ჰიმნი გაჯადოებს,-ესაა ჩემი უბანი და მინდა, ამ ღვთითბოძებულ გარემოში მართლაც მარადიულად ბრუნავდეს სიცოცხლე.
დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობაის მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაოდ წასულია საზღვარგარეთ, მოსწავლეთა უმეტესობა განიცდის მშობელთა მიგრაციას, რაც აკადემიურ მოსწრებაზეც არ მოქმედებს დადებითად, არადა ჩვენი კუთხე ხომ შესანიშნავი ადგილია ტურიზმის უკეთ განვითარებისათვის, ხალხის ადგილზე დასაქმებისათვის და მშობელთა და შვილთა ერთად ცხოვრებაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამშობლოს წარმატებისა...
გორა წარმოუდგენელია ცაცხვების უბნის გარეშე, აქ არის ე.წ ,,საფიხვნო" სადაც წლისა თუ დღის ნებისმიერ დროს ვნახავთ ადამიანებს რომლებიც მსჯელობენ, კამათობენ, ერთობიან.
ცაცხვები
გორა. ხედი აღმოსავლეთიდან
ქალაქის ხედი გაბაშვილის პარკიდან
გორა. ზამთრის პეიზაჟი.ალბათ, ამიტომ სიმბოლურად მიმაჩია,რომ სწორედ წითელ ხიდთან, იქ, სადაც გორისაკენ მიმავალი კიბეები იწყება,
ვაჟა-ფშაველას ძეგლი.
კოსმოსიდან გადაღებული გორის რუკა
ქუჩის სახელწოდებები ამტკიცებს, რომ გორა ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. დადიხარ ქუჩებში და თითქოს გესმის ალ. ყაზბეგის სიტყვები ,,ბუნება კარგია მაშინ, როცა შიგ სიცოცხლე ტრიალებს და ბრუნავს", გრძნობ ცაცხვების სურნელებას, წყაროს ჩურჩულიც გვესმის, გმირთა ხმა გამხნევებს და დები იშხნელების ხმატკბილი ჰიმნი გაჯადოებს,-ესაა ჩემი უბანი და მინდა, ამ ღვთითბოძებულ გარემოში მართლაც მარადიულად ბრუნავდეს სიცოცხლე.
დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობაის მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაოდ წასულია საზღვარგარეთ, მოსწავლეთა უმეტესობა განიცდის მშობელთა მიგრაციას, რაც აკადემიურ მოსწრებაზეც არ მოქმედებს დადებითად, არადა ჩვენი კუთხე ხომ შესანიშნავი ადგილია ტურიზმის უკეთ განვითარებისათვის, ხალხის ადგილზე დასაქმებისათვის და მშობელთა და შვილთა ერთად ცხოვრებაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამშობლოს წარმატებისა...
გორა წარმოუდგენელია ცაცხვების უბნის გარეშე, აქ არის ე.წ ,,საფიხვნო" სადაც წლისა თუ დღის ნებისმიერ დროს ვნახავთ ადამიანებს რომლებიც მსჯელობენ, კამათობენ, ერთობიან.
ცაცხვები
ქუთაისის ბაგრატის
ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია, აგებულია ბაგრატ III-ის
მეფობის დროს X-XI საუკუნეების მიჯნაზე, „უქიმერიონის გორაზე“. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების
სახელობისაა. მისი ჩრდილოეთის კედლის წარწერის თანახმად, „ოდეს განმტკიცდა იატაკი,
ქორონიკონით იყო 223 (1003). ბაგრატის ტაძარს თავისი არქიტექტურული და მხატვრული ღირსებით
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ხუროთმოძრვრების ისტორიაში.
ბაგრატი. ექსტერიერი.
სწორედ ამ ტაძარმა დაამკვიდრა საბოლოოდ შუა საუკუნეებისდროინდელი სტილი. მას ახასიათებს დახვეწილი პროპორციები, ჰარმონიულობა, მრავალფეროვანი და მდიდრული მორთულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე. ბაგრატის ტაძარი ტრიკონკის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ძირითადი ნაგებობის ორნამენტები გრაფიკულობით, პლასტიკურობით გამოირჩევა. ბაზისები და კაპიტელები რელიეფური გამოსახულებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა, სამწუხაროდ, მრავალგზის აღდგენის გამო, ფრესკები მთლიანად არ არის შენარჩუნებული, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტები ადასტურებს, რომ საქართველოში XI საუკუნის I მეოთხედში ხელოვნება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული.
ბაგრატი. ექსტერიერი.
სწორედ ამ ტაძარმა დაამკვიდრა საბოლოოდ შუა საუკუნეებისდროინდელი სტილი. მას ახასიათებს დახვეწილი პროპორციები, ჰარმონიულობა, მრავალფეროვანი და მდიდრული მორთულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე. ბაგრატის ტაძარი ტრიკონკის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ძირითადი ნაგებობის ორნამენტები გრაფიკულობით, პლასტიკურობით გამოირჩევა. ბაზისები და კაპიტელები რელიეფური გამოსახულებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა, სამწუხაროდ, მრავალგზის აღდგენის გამო, ფრესკები მთლიანად არ არის შენარჩუნებული, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტები ადასტურებს, რომ საქართველოში XI საუკუნის I მეოთხედში ხელოვნება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული.
თვალშეუდგამ
სიმაღლეზე აღმართული ტაძარი ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს, რიონის ტალღებშიც ისარკება
მისი აჩრდილი.
„მოდის
მოღელავს რიონი, ხან ჯიქი, ხანაც დამცხრალი,
თმაშევერცხლილი
მოხუცი, თეთრჩოხიანი მაყარი,
ბაგრატის ტაძრის აჩრდილი მიატივტივა ჯებირთან,
თითქოს იქ დაჭრილ რაინდებს წყალი აპკურა პეშვითა,“- ხილვა ამ მშვენიერებისა
და პოეტ ოთარ მამფორიას სტრიქონები ყოველ ჭეშმარიტ მამულიშვილს გაუღვიძებს გრძნობას
სიამაყისას, რა განძი გვქონიაო და მოვლის სურვილს იმისას, რაც ასე სათყვანოდ მიაჩნდათ
ჩვენს წინაპრებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ იმას, რაც სიცოცხლეზე მეტადაც ფასობდა.
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძრის მთავარ შესასვლელთან დგას სახლი, რომელსაც აუცილებლად შენიშნავ თავისი დახვეწილობითა და ინტერიერის ორიგინალობით. მასზე ამოქარგული მემორიალური დაფა გვამცნობს;
ამ სახლში ცხოვრობდა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია) 1885-1964 წლებში. სასიამოვნოა, რომ აქ ცხოვრება და წინაპართა ტრადიციები გრძელდება ისევ სასულიერო ხაზით.
უქიმერიონი
- ისტორიული ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში. მიჩნეულია, რომ უქიმერიონი ქუთაისში
გორაზე დღემდე შემორჩენილი ძველი ციხესიმაგრეა, ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვანი თავდაცვითი
ნაგებობა წერილობით წყაროებში პირველად VI
საუკუნეში იხსენიება ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის მიერ. განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა უქიმერიონმა
VI-ს ში ირან-ბიზანტიის ომის დროს. მრავალჯერ
დარბეული და აღდგენილი მთლიანად ციხესიმაგრის ტერიტორია დაახლოებით 30 ჰექტარს
შეადგენს.
უქიმერიონის
ციხე „ მეტად მაგარი“ და მეტად დიდი ნაგებობა ყოფილა, იგი საყოველთაო ინტერესს იმსახურებდა.
მის ხელში ჩაგდებას ბევრი ცდილობდა , მაგრამ მისი კარიბჭე ვერავინ დაიპყრო ძლიერებით,
მხოლოდ სპარსელმა მერმეროემ მოახერხა მისი ხელში ჩაგდება მოსყიდვა-გადაბირების გზით.
ისტორიკოსი წერს, „ მერმეროემ მოისყიდა ერთი კაცი, არაუგვაროთაგან, თეოფობი, მოხიბლა
ის დაპირებებით და უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში უქიმერიონის ციხე, დაეპატრონენ ლაზიკას და ხელში ჩაიგდეს ასევე სკვიმნიაც (ლეჩხუმი)
და სვანეთიც.“ ამ ციხეს, გარდა სათავდაცვო
მნიშვნელობისა, სხვა მხრივაც ჰქონდა დატვირთვა. იგი სულიერების სამყაროც იყო. ივ. ჯავახიშვილი წერს: „უქიმერიონი უდრის მეგრულ
„ოხვამერის“ და სალოცავს ნიშნავს. ეს სახელწოდებას მიღებული უნდა ჰქონოდა „ქვასთან“
დაკავშირებით - უქიმერიონი, ალბათ , ადრინდელი
ფორმა იქნებოდა „უ-ქვი-მერიონი“, ამას ადასტურებს
არაერთი მაგალითით აკადემიკოსი აკაკი შანიძე, ქუთაისის ძველი სახელწოდებაც ხომ თითქმის
ამგვარადაა წარმოებული: „ ქვათაია - ქუთაია - ქუთაისი“.
დღეს სამწუხაროდ უქიმერიონის ( ციხე იავარქმნილია)
ციხის ნანგრევები გორაზე
დღეს სამწუხაროდ უქიმერიონის ( ციხე იავარქმნილია)
ციხის ნანგრევები გორაზე
რელიეფის მრავალფეროვნება შეინიშნება უქიმერიონის მთაზე.
უქიმერიონის ტერასა მთლიანად კერძო დასახლებას უჭირავს.
ჩრდილო-დასავლეთით ბაქანი უშუალოდ ებმის თეთრამიწა-სათაფლიისკენ არსებულ კირქვული პლატოს
ზედაპირს.
კლიმატი
ნოტიო სუბტროპიკულია. გორის შემოგარენში მცენარეული საფარი შეესაბამება ბუნებრივ პირობებს.
ზამთრის
ტემპერატურა - 4 c , ოქტომბრის - 16 c , ზაფხულისა კი 31 C . აღსანიშნავია ,რომ ეს ჰავა ხელსაყრელია
დასახლებისა და მეურნეობის განვითარებისთვის. მნახველს ხიბლავს ციტრუსებით დახუნძლული
ეზოების ხილვა, დაფნა, სუროთი შემწვანებული ქვის გალავნები, ლეღვი, ხურმა, თხილი, ბამბუკი
ფერთა საოცარ გამას ქმნის, გაზაფხულზე ტყემლის ჯარი შეესევა გორის შემოგარენს და სითეთრეში
აელვარებული სიმწვანე გაბაშვილის გორა, ბუნებრივი სიტურფითა და მშვენიერი პარკით წარმტაც სურათებს ხატავს.
რელიეფი
,გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, ნიადაგსაფარი უშუალოდ ახდენს გავლენას მოსახლეობის
განსახლებაზე. თბილი და რბილი ჰავა საუკეთესო საცხოვრებელ პირობებს ქმნის. ტერიტორია
მდიდარია წყლით, ჰიდროენერგო რესურსებით , მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, საჭიროა ინფრასტუქტურის
მოწესრიგება:
მთელი გორის
ტერიტორიაზე არ არის თუნდაც ერთი კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი ან სტადიონი, ტურიზმის
კუთხითაც მეტის გაკეთებაა საჭირო.
იქნებ ესეცაა
მიზეზი ,რომ ახალგაზრდობის უმრავლესობა ქალაქის ე.წ ‘’პრესტიჟული’’ უბნებისაკენ ილტვის
და ბევრი, ერთ დროს აყვავებული ეზო-გარემო სუროთი არის შესუდრული. ამ ტერიტორიაზე არსებული
სკოლებიც ,ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით
მცირე კონტინენტიანია, ხანგრძლივი ისტორიის მქონე სასწავლო დაწესებულების შენობები სავალალო მდგომარეობაშია, ეს ძირძველი უბანი ძლიერ ხელს საჭიროებს.
სსიპ ქალაქ ქუთაისის N6 საჯარო სკოლა
სსიპ ქალაქ ქუთაისის N6 საჯარო სკოლა
არქიელის გორაზე შუა საუკუნეებიდან იდგა წმინდა გიორგის პატარა ეკლესია,რომელიც 1882-1889 წლებში ბერძენი ოსტატების გიორგი შაბლახოვისა და ქრისტეფორე თოფალ-ოღლის მიერ აშენებული ახალი ნაგებობით შეიცვალა.მშენებლობა საგანგებოდ შექმნილი კომიტეტის მიერ შეგროვილი შეწირულობებით განხორციელდა.
წმინდა გიორგის ეკლესია
აქ დასაფლავებულია კონსტანტინე დადეშქელიანი.მისმა მემკვიდრეებმა დიდი პატივი მიაგეს ეკლესიას.ეკლესიის კანკელი ოსტატმა ხუსებერიძემ დაამზადა,ხატები კი კიევ-პეჩორის ლავრიდან გადმოწერეს.
ეკლესიის ინტერიერი.
1891 წელს ტაძარი ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე)აკურთხა,გარედან მას თლილი ქვის პერანგი მოსავს.
ეკლესიის ხედი აღმოსავლეთიდან.
ეკლესიის ძველ სასაფლაოზე დაკრძალულია ცნობილი პოეტი მამია გურიელი
პოეტ მამია გურიელის საფლავი.
(1836-1891),.თავისთავადი ხმისა და სიტყვის ოსტატი,ურიგო არ იქნება, თუ ვიტყვით,რომ მის შემოქმედებას მეტი დაფასება და შესწავლა უნდა... წარმოუდგენელია ცხოვრობდე გორაზე და არ იცნობდე მ.გურიელის ლექსს,რომელიც ახალგაზრდების შეგონება-დამოძღვრაა:
... იყავი ტურფა,იყავ უებრო,
მდიდარი,ბრძენი,მხნე და ჭკვიანი
მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
შემთხვევამ მოგვცა ბევრი ქონება,
ხელმწიფედ დაგსვა,გქმნა სრული სვიანი?
მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
... დაე,იცვალოს გარემოება,
თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
თვით ნუ იცვლები ! მოვა დროება,
გიცნობენ,რომ ხარ ადამიანი!
ბევრი გამოჩენილი ადამიანი ახსოვს ცაცხვების ქუჩას,გარდასულ დღეთა სიდიადით გულმხურვალენი დღესაც არიან-ქალაქის,უბნის კოლორიტები, მეცენატები...
ჩვენს სკოლას 190 წლის ისტორია აქვს. 1825 წლის 26 იანვარს ეგზარხოსის ინიციატივთ გახსნილა სასულიერო სასწავლებელი. სკოლა თავიდან მდებარეობდა ბაგრატის ტაძრის ქვედა მხარეს.
1865 წელს
აუშენებიათ ორსართულიანი შენობა, რომელიც მთავარ კორპუსად ითვლებოდა. ამ კორპუსის გარდა
ყოფილა შენობა საავადმყოფოსთვის. სასწავლებელს ახლოს, ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე,
მიშენებული ყოფილა პატარა ეკლესია, თავდაპირველად სასულიერო სასწავლებელში 20 მოსწავლე
ყოფილა. 1898 წლისათვის 600_მდე გაზრდილა. 1893 წელს აქ პასიონიც გახსნილა, მაგრამ
მალევე დახურულა. 1901 წლიდან სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად დაუნიშნავთ როჟდესტვენსკი.
1904 წლიდან ქუთაისში დაწყებულა მოსწავლეთა გამოსვლები,რომელშიც მონაწილეობა მიუღიათ
სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებს,რის გამოც ისინი გაურიცხავთ.
სასწავლებელში
მეტად მკაცრი რეჟიმი ყოფილა შემოღებული. ზედამხედველი ამოწმებდა მოსწავლეთა ქცევას
სკოლასა და სკოლის გარეთ. არდადეგებე, შობასა და
აღდგომას, მოსწავლეებს სოფელში წასვლის ნებას არ აძლევდნენ. არდადეგების შემდეგ
მათ სასწავლებელში მღდვლის გაცემული მოწმობა უნდა მიეტანათ, რომ ეზიარნენ.
1920 წლიდან
სასულიერო სასწავლებელში იყო მე-3 შვიდწლიანი სკოლა.
1935 წელს მე-3
შვიდწლიან სკოლას ეწონა მე-12 სკოლა.
1936 წელს ამავე
სკოლაში იყო საკონსერვო ტექნიკუმი.
1941-1943 წლებში
სკოლის შენობა დაკავებულ იქნა სამხედრო უწყების მიერ.
1943 წლიდან
მე-12 სკოლამ მიიღო ვაჟთა მე-6 საშუალო სკოლის სახელწოდება.
დაარსების
დღიდან დღემდე ჩვენს სკოლას მრავალი სასახელო შვილი აღუზარდა. სკოლა ამაყობს თავისი
სახელოვანი აღზრდილებით. სასწავლებელში 1897-1904 წლებში სწავლობდა ქართველი ერის სიამაყე
დიდი მეცნიერი - აკადემიკოსი აკაკი შანიძე. იგი საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა.
აკაკი
შანიძესთან სწავლობდნენ თეოფლიაქტე ანთაძე,
ალექსანდრე კანდელაკი. აკაკი შანიძე სიყვარულით იგონებს მასწავლებელ მიხეილ ფხალაძეს,
რომელიც შემდეგ კათალიკოსი გამხდარა და მელქისედექად
იწოდებოდა.
1900 წლის
1 სექტემბერიდან სასულიერო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში ჩაურიცხავთ დიდი პოეტი
გალაქტიონ ტაბიძე.
მას ეს სასწავლებელი 1908 წლის მაისში დაუმთავრებია...
გალაკტიონ ტაბიძე.
მას ეს სასწავლებელი 1908 წლის მაისში დაუმთავრებია...
აქ, ბაგრატის
ციხის ნანგრევებში, წაუკითხავს ლექსის მეფეს „პირველი მაისი“ სკოლა გ. ტაბიძის სახელს
ატარებდა.
1909
წელს არქიელის გორაზე ასულა დიდი ქართველი მგოსანი - აკაკი წერეთელი. ის სასწავლებელსაც
სტუმრებია, მოსწავლეებსაც გასაუბრებია, განსაკუთრებით მოსწონებია მოსწავლე პლატონ გოლეთიანი
და უთქვამს: თავდადებით და ერთგულად ემსახურე მამულსო.
ჩვენს უბანში ცხოვრობდა ქართველი რეჟისორი და კინოოპერატორი ვასილ ამაშუკელი.
ვასილ ამაშუკელი აკაკი წერეთელთან ერთად.
(1886-1977) მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული დოკუმენტური ფილმის დაბადება-განვითარება.
1908 წელს ამაშუკელმა ბაქოში შექმნა ფილმები, რომლებიც, სამწუხაროდ, შემორჩენილი არ არის, მხოლოდ მათი სახელები და ქრონომეტრაჟია ცნობილი. ამ ფილმების გამო ქართული კინოს ათვლის წერტილად სწორედ 1908 წელი ითვლება...
დღეს სახლი, რომელშიც არავინ ცხოვრობს, მემორიალური დაფით თუ შევიცნობთ.
არავინ დარჩენილა გულგრილი მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმით ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", მისი შემოქმედება გამოკვლეულია, სახალხო არტისტის წოდებაც მიენიჭა, მაგრამ, ვფიქრობთ, წარსულის სხივი რომ აწმყოსა და მომავალს გადაენთოს, მეტი ყურადღება გვმართებს, თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდებში სიამაყის გრძნობა აღვძრათ, ჩვენ ხომ სახელოვანი მამულიშვილის ნატერფალებს ვეხებით, დიახაც საამაყოა, რომ ჩვენს უბანში, ჩვენ გვერდით დაიბადა კაცი, რომელმაც არათუ ქუთაისის, მთელი საქართველოს სახელი გააბრწყინა.
ჩვენს უბანში ცხოვრობდა ქართველი რეჟისორი და კინოოპერატორი ვასილ ამაშუკელი.
ვასილ ამაშუკელი აკაკი წერეთელთან ერთად.
(1886-1977) მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული დოკუმენტური ფილმის დაბადება-განვითარება.
1908 წელს ამაშუკელმა ბაქოში შექმნა ფილმები, რომლებიც, სამწუხაროდ, შემორჩენილი არ არის, მხოლოდ მათი სახელები და ქრონომეტრაჟია ცნობილი. ამ ფილმების გამო ქართული კინოს ათვლის წერტილად სწორედ 1908 წელი ითვლება...
დღეს სახლი, რომელშიც არავინ ცხოვრობს, მემორიალური დაფით თუ შევიცნობთ.
არავინ დარჩენილა გულგრილი მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმით ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", მისი შემოქმედება გამოკვლეულია, სახალხო არტისტის წოდებაც მიენიჭა, მაგრამ, ვფიქრობთ, წარსულის სხივი რომ აწმყოსა და მომავალს გადაენთოს, მეტი ყურადღება გვმართებს, თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდებში სიამაყის გრძნობა აღვძრათ, ჩვენ ხომ სახელოვანი მამულიშვილის ნატერფალებს ვეხებით, დიახაც საამაყოა, რომ ჩვენს უბანში, ჩვენ გვერდით დაიბადა კაცი, რომელმაც არათუ ქუთაისის, მთელი საქართველოს სახელი გააბრწყინა.
აქ, ამ უბანში,
ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს იდგა ყვავილნარში ჩაფლული ლამაზი სახლი. იგი ეკუთვნოდა აწ
გარდაცვლილ მიხეილ ალავიძეს
- ცნობილ მეცნიერს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს. დღესაც
ბევრს ახსოვს თმაჭაღარა, სასიამოვნო აღნაგობის კაცი - უბნის მოჭირნახულე და ნამდვილი
პატრიოტი... დღეს ეს სახლი დაზიანებულია...
იქნებ ჯობდა, აქ სახლ-მუზეუმის გახსნაზე
ეზრუნა ვინმეს. ეს ხომ სილამაზესაც შესძენდა გორას და მნიშვნელოვნად საინტერესო იქნებოდა
ტურისტებისთვისაც და ლიტერატურით დაინტერესებულ პირთათვის. მისი არაერთი მინოგრაფია
თანამედროვეთათვისაც საკმაოდ ფასეულია.
მიხეილ ალავიძე.
მიხეილ ალავიძის სახლი დღეს.
სკოლის
მრავალ გამოჩენილ ადამიანთა შორის არიან :პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და ა.შ. წარჩინებულ პედაგოგთა, სპორტსმენთა
თუ სხვათა დასახელება შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, ზემოთ მოყვანილი ისტორიის
მიხედვით პრესტიჟული მე-6 სკოლაა და აქ სწავლა ნამდვილად საამაყოდ უნდა მიგვაჩნდეს. სამწუხაროდ , მშობელთა ნაწილი ამჯობინებს ქალაქის
ცენტრში არსებულ სკოლებს, მათ მიიჩნევენ პრესტიჟულად
და ავიწყდებათ, რომ იქ, სადაც ვართ, უნდა ვიღვაწოთ, უპირველესად უნდა გვიყვარდეს და
შთამომავლობასაც შევაყვაროთ ის უბანი, სადაც ფეხი ავიდგით და მამულის სიყვარული შევიგრძენით. მაშინ ისევ აღორძინდება უბანი და დაიბრუნებს წარსულის
დიდებას. სასურველი იქნება, სავალდებულო გახდეს უბნის მოსწავლეთა ჩარიცხვა მხოლოდ
საკუთარი უბნის სკოლაში და სწორედ აქ შეექმნათ მათ სწავლისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა პირობა (გარემონტებული სკოლის შენობა, თანამედროვედ აღჭურვილი სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი, გამართული ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა კვალიფიციური პედაგოგ-მასწავლებლები, რის სიმცირესაც ნამდვილად არ განიცდის ჩვენი ქალაქი ) ვფიქრობ, სწორედ ესაა უბნის განვითარების მთავარი საწინდარი.
რიონის პირად შფოთავს ქალაქი, ათას ჭირში და ლხინში
ნაქები...
ძლივს უწევს თვალი მაღლა ბაგრატს, წმინდა გიორგის თეთრ
ეკლესიას-დიდებას ჩვენსას, წარსულს აწმყოსა და მომავალს...
ჩვენი უბანი
- ძველი ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და განუმეორებელი ნაწილი , ‘’მამა ქალაქის’’ ერთ-ერთი
ღირსეული შვილი ზრუნვას მოითხოვს.
ბაგრატი და
უქიმერიონი, უქიმერიონი და ბაგრატი! - პოეტური ოლიმპო, ბესიკის გორა , თეთრი გიორგის
საბრძანებელი, ღმერთებისა და მუზების საუფლო წარსული დიდების აღდგენასა და სასურველ
მომავალს მოითხოვს.
არ გვაქვს
უფლება, უგუნური ფეხი დავადგათ ამ სიწმინდეებს, დედაბუნების ხოდაბუნები, თეთრი ტყემლის
ჯარი თუ ცადაწვლილი სიმწვანეები დაცვას მოითხოვენ...
‘’ იყო კაცი
და არ გეხუროს ქუდი ნამუსის, ქართული მიწა არ გაპატიებს’’, - ეს შეგონება პოეტისა უნდა
გვახსოვდეს.
,,გახსოვდეს
, რომ ხარ ადამიანი! –" ეს ჩვენი უბნის ერთ-ერთი სახელოვანი შვილის საფლავის ქვის
ეპიტაფიაა... შეგონებად და იმედად იმისა, რომ ჩვენს უბანზე ისევე ვიზრუნებთ, როგორც მშობელი ზრუნავს შვილზე და შთამომავლობა-წინაპრებზე.
ჩქეფდა სიცოცხლე,რამდენჯერ
მოსრეს, გაანადგურეს და მაინც არ ქრებოდა ნათელი ჩაუქრობელი...
ბაგრატის ტაძარი რესტავრაციამდე.
მკვდრული მყუდროებაში გარინდებული ბაგრატის ნანგრევების წილ მეფური ბრწყინვალებით წარმოჩენილა ბაგრატის ტაძარი...
ასევე უნდა აღორძინდეს
მთელი უბანი-თავისი ისტორიული წარსულით. პატივისცემა წარსულისა ეს მტკიცე გარანტია მშვენიერი
ბედნიერი მომავლისა, როგორც ერთი ბრძენი იტყოდა;
„აწყმო შობილი წარსულისაგან,არის მშობელი მომავალისა.“
ბაგრატის ტაძარი რესტავრაციამდე.
მკვდრული მყუდროებაში გარინდებული ბაგრატის ნანგრევების წილ მეფური ბრწყინვალებით წარმოჩენილა ბაგრატის ტაძარი...
ბაგრატის ტაძარი დღეს.
„აწყმო შობილი წარსულისაგან,არის მშობელი მომავალისა.“
სწორედ ამიტომ
გვევალება მიზნად დავისახოთ მოვლა ჩვენი უბნისა, რომ ისევ ჩანდეს ბაგრატი უკვდავ გმირთა
ძეგლად. საქართველოს ქალაქების თმაჭაღარა თამადა-ქუთაისი, თავისი გელათითა თუ სათაფლიას ბინდით, შმაგი რიონით, მაღალ მთაზე აღმართული
ბებერი ციხეებით, მზრუნველობას მოითხოვს.
ქუთაისი-ნატვრის
თვალი, საქართველოს სინდისი და ქვითკირი, გვმოძღვრავს და გვლოცავს:
„ვინც სიბერე გამიხაროს
ჩემებრ გაჭაღარავდეს.“
ყველა ახალგაზრდას,
ყველას, ვინც იცის ფასი ისტორიისა, გმირობისა და სიყვარულისა, უნდა ახსოვდეს, რომ თუ
სწორად მივიჩნევთ ნათქვამს, საქართველო მუზეუმია ღია ცისქვეშო, ეს უპირველესად ჩვენს
რაიონს ესადაგება-
აქ მეფეები მეფურად დააბიჯებდნენ
აქ ბესიკის გორაა...
აქ მამია გურიელის საფლავია...
აქ მრავალი ქართველი სახელოვანი
მამულიშვილი აღზრდილა...
აქ პოეტების საუფლო იყო...
მრავალი
„აქ“ და მრავალი დიდებული და მარადიული, რომელთა ხელისყოფა და მიტოვება არც არავის
შეუძლია და არც არავის ეპატიება.
გვახსოვდეს
მუდამ- მათ შთაგვინერგეს ჩვენ სიყვარული გარდასულ დღეთა.
,,უქიმერიონი--ციხე-ქალაქი წყალწითელია"-ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შრომებში წავიკთხეთ და გავეცანით მოსაზრებას, რომ უქიმერიონი-არქიელის გორაზე არაა და მოიაზრება შორაპან-იბერიისა და ლეჩხუმისაკენ მიმავალ გზებზეო, მაგრამ იმდენად შესისლხორცებულია ბაგრატი, არქიელის გორა და უქიმერიონი ერთმანეთთან, რომ აქაურ მცხოვრებთ ვერც წარმოუდგენიათ ეს ფაქტი და ჩვენც ჩვენი უბნის ისტორიის შედგენისას უწინდელი ცნობები გამოვიყენეთ.
ლიტერატურა:
1. გერსამია თ, ქუთაისი- ,,თბილისი"1990.
2. ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შრომები. ტ.XIX-2009.
3. ,,ჩემი სკოლის მატიანე, 2016
4. ინტერნეტი http://saunje.ge/index.php?id=1060&lang=en
https://ka.wikipedia.org
https://www.google.ge/search?
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001968/
თემაზე მუშაობდნენ:-სსიპ ქალაქ ქუთაისის N6 საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე გიორგი მურუსიძე
X კლასის მოსწავლე ტერეზა მამრიკიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი
ანა ზვიადაძე
ცნობების შეგროვებაში დაგვეხმარნენ
ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლები: გულნარა მიშვიძე
იამზე ონიანი
გეოგრაფიის მასწავლებელი-მაკა გვეტაძე
თემის ავტორი და ხელმძღვანელი-სკოლის დირექტორი დიმიტრი ქარსელაძე.
ლიტერატურა:
1. გერსამია თ, ქუთაისი- ,,თბილისი"1990.
2. ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შრომები. ტ.XIX-2009.
3. ,,ჩემი სკოლის მატიანე, 2016
4. ინტერნეტი http://saunje.ge/index.php?id=1060&lang=en
https://ka.wikipedia.org
https://www.google.ge/search?
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001968/
თემაზე მუშაობდნენ:-სსიპ ქალაქ ქუთაისის N6 საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე გიორგი მურუსიძე
X კლასის მოსწავლე ტერეზა მამრიკიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი
ანა ზვიადაძე
ცნობების შეგროვებაში დაგვეხმარნენ
ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლები: გულნარა მიშვიძე
იამზე ონიანი
გეოგრაფიის მასწავლებელი-მაკა გვეტაძე
თემის ავტორი და ხელმძღვანელი-სკოლის დირექტორი დიმიტრი ქარსელაძე.